რეგიონი
სენაკში დაკარგული მოზარდის ახლობლებმა გზის გადაკეტვა ცადეს
სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის ახლობლებმა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა ცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. ინციდენტი მდინარე ტეხურას ხიდზე მოხდა, სადაც ბავშვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მდინარე ტეხურაში ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც სამძებრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამხარეო პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება.

შშს-ს ცნობით,
ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. უწყებისვე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს.

მოზარდის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და მეზობელს ადანაშაულებს.

8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.


ამავე თემაზე:

სენაკში დაკარგულ 8 წლის ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ

სენაკში 8 წლის ბავშვს ეძებენ





Print