რეგიონი
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა სამართალი (ვიდეო)

ზუგდიდის გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილმა უფროსმა ქეთო ტაბაღუამ,

რომლის სარჩელის განხილვა დღეს დასრულდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. ტაბაღუას თქმით, მისი სარჩელი მოსამართლემ მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო სრულად ვერ დააკმაყოფილა.

„საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ცნო არადამაკმაყოფილებლად. მეტი არაფერი, არც აღდგენა და არც განაცდურის ანაზღაურება“, - თქვა ტაბაღუამ.

მოსამართლემ სხდომაზე განმარტა, რომ ტაბაღუას აღდგენა ვერ მოხერხდება, რადგან კულტურის განყოფილება, როგორც ცალკე სამსახური დღეს არ არსებობს.

2016 წლის დეკემბრის თვეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ზოგიერთი სამსახური გაუქმდა, ზოგი - სხვა სამსახურს შეერწყა. 

ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

 


 

Print