რეგიონი
ზუგდიდში ინოვაციის დღეები ჩატარდება

ინოვაციების სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია "ელვას" წარმომადგენლები ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეებს გამართავენ.


ორდღიან ღონისძიებაზე საპარტნიორო ფონდი, სპორტის სამინისტრო, ინოვაციების, მეწარმეობისა და ტურიზმის სააგენტოები მოქალაქეებს ინოვაციების განვითარების კუთხით სახელმწიფოს ხედვას გააცნობენ.

თითოეული სტრუქტურა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ პროგრამებს, პროექტებსა და სერვისებს წარუდგენს. გარდა ამისა, წარმატებული სტარტაპები და მეწარმეები ტრენინგებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია "ელვა" UშAID -ის პროექტ G4G-სა და UშAID ძღDA-ს პროექტის მხარდაჭერით, ინოვაციის დღეებს ზუგდიდში 11-12 მარტს ჩაატარებს.

 

Print