რეგიონი
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: ვტოვებ "ქართულ ოცნებას" (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა ქეთო ტაბაღუამ „ქართული ოცნება“ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულებისა და ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელ პარტიად იქცა.

„ცხრა წლის მანძილზე ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში, ბოლოს კი "ოცნების" მხარდამჭერი გავხდი, ამ პარტიამ იმედები გამიცრუა“,- აღნიშნა ქეთო ტაბაღუამ.

ცნობისთვის, გამგეობაში მას კულტურის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა, თუმცა იგი გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. 

Print