რეგიონი
გალში მორიგი შეხვედრა დასრულდა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე პატიმარ გიორგი ლუკავას, ე.წ. საზღვარზე დაკავებულთა გათავისუფლების საკითხსა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავებაზე ისაუბრეს. ქვემოკლიძის ცნობით, თითოეული საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში დადგება.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს ლუკავას შეწყალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე საერთოდ მსჯელობა არ ყოფილა... მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ ვინმეს გაცვლაზე მიდის საუბარი", - განაცხადა ქემოკლიძემ.

გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ენგურის ხიდზე დახვდა, ამბობს, რომ მისი ქმარი შეწყალებულია.

ესენი იტყუებიან, ჩემი მეუღლის შეწყალების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგელისგან მაქვს , რომლის სახელ და გვარსაც ვერ დავასახელებ“, - თქვა ბასარიამ.

გალში მომდევნო შეხვედრა 25 აპრილს გაიმართება.

ამავე თემაზე:

გალის შეხვედრის დაწყებამდე ლუკავას ცოლი სუს-ს წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
Print