გალის შეხვედრის დაწყებამდე ლუკავას ცოლი სუს-ს წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
10:31 / 21.03.2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ენგურის ხიდზე დრანდის ციხეში მყოფი გიორგი
ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია მივიდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ
ქემოკლიძეს შეხვდა, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
ბასარიას თქმით, მისი მეუღლე უკვე 55 დღეა, შეწყალებულია, თუმცა მისი
საქართველოსთვის გადმოცემა ვერ ხერხდება.
ბასარია მთავრობას მისი მეუღლის გადმოსაცემად ქმედითი ნაბიჯების
გადადგმისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯეს. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის
ძმებთან" კავშირში ედება". ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის
მათთვის უცნობია, თუ სად იმყოფება პატიმარი. ისინი ხელისუფლებისგან
დახმარებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები