რეგიონი
ფინეთის ელჩმა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ზუგდიდში ისაუბრა (ვიდეო)
ფინეთის ელჩმა არია მაკონენმა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.ის შეკრებილებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ესაუბრა. ფინეთის დილოპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაც გაუზიარა.

„თუ ვილაპარაკებთ ფინეთის გამოცდილებაზე, ეს არ იყო ერთი ნაბიჯი და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. თუ მკითხავთ, რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა, იმისთვის, რომ მიიღონ ისეთი შედეგი, როგორიც ევროპამ, უნდა იმუშაოთ ბევრი, ყოველდღიურად, უნდა გაატაროთ რეფორმები“, - აღნიშნა დიპლომატმა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



Print