ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 78 წლის იუბილე აღნიშნეს (ვიდეო)
13:57 / 31.03.2017
ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზვიად
გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი გვირგვინით
შეამკეს.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა მალხაზ
ჭანტურიამ კი პარაკლისი აღავლინა.
სამეგრელო ზემო სავნეთის გუბერნატორის ლევან შონიამ გამსახურდიას
ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, მას ქვეყნის გათავისუფლებაში
უდიდესი წვლილი მიუძღვის.
„დღეს მას 78 წელი შეუსრულდებოდა ვულოცავ მის ოჯახს, მეგობრებს და
თანამბერძოლებს. ორი დღის წინ ევროპისკენ გზა გავიკვალეთ, ვფიქრობ,
რომ ამის სათავეში პირველი პრეზიდენტი იდგა“, -განაცხდა ლევან
შონიამ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს
დაიბადა. მისი ნეშთი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.
მასალის გამოყენების პირობები