სპორტი
ზუგდიდში ბავშთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა
დღეს ჭითაწყარში საქართველოს რაგბის კავშირისა და ააიპ რაგბის კლუბ "ზუგდიდის“ ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა. მასში ფოთის, სენაკის, ბათუმის, ქუთაისის, აბაშის, ზესტაფონის, ვანის, თერჯოლის, ხონის, ბაღდათის, ოზურგეთის, საჩხერის, ტყიბულის, შუახევის საბავშვო გუნდები მონაწილეობდნენ.

ზუგდიდის ბავშვთა გუნდი ბათუმისა და ქუთაისის გუნდებს ეთამაშა და ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა.

ღონისძიებას საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს საქმიანობის კოორდინატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print