რეგიონი
ზუგდიდში სოციალური კამპანია „გამოიწვიე ბედნიერება“ დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად სოციალური კამპანია სახელწოდებით „გამოიწვიე ბედნიერება“ გაიმართება. დეტალებზე იდეის ავტორმა და ახალკახათის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტმა ირაკლი ჯიქიამ ტექნოპარკში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სააღდგომოდ პროდუქტების შეგროვებას. ახალგაზრდა საჯარო მოხელე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიის წარმომადგენლებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

“თუ თქვენ მოგივიდათ facebook ღონისძიება სახელად „გამოიწვიე ბედნიერება“, ჩათვალეთ, რომ თქვენ გამოწვეული ხართ ჩვენ მიერ. თუ გექნებათ სურვილი შემოგვწიროთ საკვები პროდუქტები, ჩვენს გვერდზე მითითებულია ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც დაგვიკავშირდებით და ჩვენი ახალგაზრდების მობილური ჯგუფი მოვა თქვნთან და გამოგართმევთ პროდუქტებს.“, - განაცხადა ირაკლი ჯიქიამ.

პროდუქტის შეგროვებასა და დარიგებაში საქართველოს მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას.





Print