რეგიონი
გამგეობა ახალ პროექტს „კარდაკარ საჭიროებებზე” იწყებს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობა ახალ პროექტს სახელწოდებით „კარდაკარ საჭიროებებზე“ იწყებს. კვირაში ერთხელ, გამგებელი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში მოსახლეობას შეხვდება და მათ საჭიროებებს გაეცნობა.

ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან ერთად, უკვე ესტუმრა კახათსა და ოდიშს, სადაც ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად გზების არარსებობა დაასახელეს. გამგებლის განცხადებით, ორივე სოფელში გზების მშენებლობა წელს დარულდება.

ზუგდიდის გამგეობამ წელს კიდევ ერთი ახალი პროექტი „უფრო ახლოს ხალხთან“ დაიწყო, რომლის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, სოფლის ცენტრებში გამგებელი და გამგეობის სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ.
Print