რეგიონი
ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის შენობასთან ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მოთხოვნას ხელს ყველა მსურველი მოაწერს, ის საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს წარედგინება. საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაერთმევა.

დღეს ზუგდიდს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი ბიუჯეტი, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ შეიძლება მას წაართვან ქალაქის სტატუსი. ნებისმიერი ზუგდიდელი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ამ პოზიციას იზიარებს“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავი დაანებონ ბიუროკრატიულ ხარჯებს და ზუგდიდელებს შეგვინარჩუნონ ქალაქის სტატუსი“, - თქვა ერთ-ერთმა ხელმომწერმა ნოდარ გულორდავამ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება ყოვლად დაუშვებელია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე

ზუგდიდში მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

რეგიონული განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობოები ხელისუფლებას: დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება
Print