რეგიონი
გალში ცოლ-ქმარი მოკლეს
გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. წურწუმიების ოჯახში თავდამსხმელები გუშინ, გვიან ღამით შეიჭრნენ. მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად თანხის გამოძალვა სახელდება. შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს უკვე ეძებენ. ცოლ-ქმრის ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.

Print