რეგიონი
წურწუმიების მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
გალის რაიონის პროკურატურამ სოფელ სიდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, წერს აფხაზური მედია. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ცეცხსასროლი იარაღით მოკლული ორი ადამიანი - 1969 წელს დაბადებული გია წურწუმია და მისი მეუღლე, 1975 წელს დაბადებული სოფიკო შალამბერიძე.

მათივე ცნობით, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მათ გალის რაიონის სოფელ სიდას მცხოვრებმა 1970 წელს დაბადებულმა დურმიშხან შამუგიამ მიაყენა.

დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა სოფელ სიდაში, კერძო სახლში მოხდა. შამუგიამ გასროლა 5,45 მმ კალიბრის ავტომატური იარაღიდან განახორციელა. ამ დროისათვის, აფხაზი სამართალდამცავები ბოროტმოქმედის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

ამავე თემაზე:

გალში ცოლ-ქმარი მოკლეს



Print