გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ
ეზოში მოკლეს. წურწუმიების ოჯახში თავდამსხმელები გუშინ, გვიან ღამით
შეიჭრნენ. მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად
თანხის გამოძალვა სახელდება. შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული
აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს უკვე ეძებენ. ცოლ-ქმრის
ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.
მასალის გამოყენების პირობები