რეგიონი
ანქვაბზე თავდასხმის ფაქტზე ორ პირს 20 წელი მიუსაჯეს
დე ფაქტო აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლიც ექს - პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის და დაცვის სამსახურის ორი თანამშრომლის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იყო აღიძრული, განაჩენი გამოიტანა.

რამზი ხაშიგის და ასტამურ ხუტაბას ქმედება კვალიფიცირებული იყო, როგორც შეიარაღებულ ბანდაში მონაწილეობა, ასევე სახელმწიფო პირის სიცოცხლის ხელყოფა მისი მოღვაწეობის შეწყვეტის მიზნით, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხელყოფა, სადაც ტერაქტის დროს ანქვაბის დაცვის ორი წევრი სასიკვდილოდ დაიჭრა. მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ცნობისთვის, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმა 2012 წლის 22 თებერვალს განხორციელდა, მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ანქვაბი არ დაშავებულა, დაიღუპა მისი ერთი მცველი, მეორე კი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Print