რეგიონი
დევნილები ახალ დასახლებაში ბაგა-ბაღის აშენებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახალ დასახლებაში მცხოვრები დევნილები ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფას ითხოვენ. იძულებით გადაადგილებული პირებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა დასახლებაში ბაღის აშენების ან ახლომდებარე სკოლამდელი დაწესებულებების გაფართოების მოთხოვნით, ხელმოწერები შეაგროვა და ის ზუგდიდის მერიის კანცელარიას გადასცა. დასახლებაში არსებული სათემო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლის კახა ჯინჯოლიას თქმით, თაბუკაშვილზე რეგისტრირებულია 98 ბავშვი, რომლებსაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.

„ახლომდებარე ბაღებში არ არის ადგილი, ხოლო მშობლების ნაწილს შორ მანძილზე გადაადგილება უჭირს, ამასთან, დევნილების უმეტესობა -სოციალურად დაუცველია და დაწესებულ გადასახადს ვერ იხდის“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.

გარდა ამისა, დევნილები გეგმავენ აღნიშნული მოთხოვნის წერილით საქართველოს პრემიერ - მინისტრისაც მიმართონ.


Print