რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა (ვიდეო)
რეგიონის განვითარების საკონსულტაციო საბჭომ სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის 2015 - 2017 წლების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა. ცვლილებები ზუგდიდის, მარტვილის, აბაშის და მესტიის მუნიციპალიტეტებს შეეხერბა. კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელსა და მურშკელში მრავალფუნქციური შენობები აიგება, რომელბშიც ბიბლიოთეკა და სამედიცინო ამბულატორია მოეწყობა, ხოლო ხაიშში, ნაკრაში, ფარსა და ლენჯერში თანამედროვე სპორტული დარბაზი აშენდება. გარდა ამისა, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტეტების რადმენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, ხოლო ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

აღნიშნული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო. მისი თქმით, არც ერთ პროექტის განხორციელება არ დაგვიანებულა და ისინი გაწერილ გეგმას ეტაპობრივად ახორციელებენ. მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტების სამოქმედო გეგმაში ასახვის შემდეგ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ.

სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბარნატორი ლევან შონია და ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაესწრო.
Print