რეგიონი
9 აპრილისადმი მიძღვნილ საფეხბურთო ტურნირში ჭითაწყარის სკოლამ გაიმარჯვა (ვიდეო)
ზუგდიდში, რუხის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. მასში ოთხი სოფლის: რუხის, ჭითაწყარის, ოდიშისა და ზედაეწერის საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზარდული საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის ივიკო შენგელიას თქმით, შეჯიბრი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველ 9 აპრილს გაიმართება.

„უამინდობის გამო, წელს დაგეგმილ დღეს ვერ ჩავატარეთ და თამაშები 17 აპრილს გავმართეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის ამიერიდან ყოველ 9 აპრილს გაიმართება“, - თქვა ივიკო შენგელიამ.

აღნიშნულ ტურნირში პირველი ადგილი ჭითაწყარის სკოლამ დაიკავა, გამარჯვებულ გუნდს თასი და მედალები გადაეცა.


Print