რეგიონი
ძლიერმა ქარმა ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი დააზიანა
ხუბულავას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში კორპუსის კედლის ნაწილი ძლიერი ქარის გამო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა. ოთახში, რომლის კედელიც ჩამოინგრა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

მეზობლების ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.დევნილების თქმით მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარების პირობა მიიღეს.

" ამ კორპუსში საცხოვრებელი ფართები, თითქმის ყველას დაკანონებული აქვს. გვეუბნებოდნენ, რომ შენობა მყარი იყო, თუმცა კორპუსი დღითიდღე ინგრევა" - ამბობენ ყოფილი ვეტლაბორატორიის შენობაში მცხოვრები დევნილები.

ამ ეტაპზე დაზარალებული ქარდავები, მეზობლებს აფარებენ თავს.

Print