რეგიონი
ზუგდიდში ამერიკის დღეები გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში ამერიკის დღეები აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსმა პიტერ სიდიმ გახსნა. საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ორ ქვეყანას შორის ოცდახუთწლიან დიპლომატიური ურთერთობა სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და ყურადღება ამერიკა-საქართველოს მრავალწლიან თანამშრომლობაზე გამახვილდება.

„ამ დღეების აღნიშვნით ხაზს ვუსვამთ იმ თანამშრომლობას, რაც საქართველოსთან გვაკავშირებს. ეს მოიცავს ეკონომიკას, უსაფრთხოებას, სამხედრო და კულტურის სფეროს“, - განაცხადა პიტერ სიდიმ.

ამასთან, მან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებმა საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის მიმართვა მოისმინეს. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის აღსანიშნავ დღეებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება 28 აპრილს დასრულდება.


Print