რეგიონი
სუს: გიორგი ლუკავას ოჯახი მის მონახულებას შეძლებს
დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მონახულებას მისი ოჯახის წევრები შეძლებენ,- ამასთან დაკავშირებით სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ლუკავას ოჯახს ამ მხრივ შეზღუდვები არ ექნება.

მათ აღნიშნეს, რომ ამ მხრივ პორბლემა არ არსებობს და მეუღლეს შეუძლია მოინახულოს თავისი ოჯახის წევრი“, - თქვა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედება". 

ამავე თემაზე:


გალში მორიგი შეხვედრა დასრულდა

გალის შეხვედრის დაწყებამდე ლუკავას ცოლი სუს-ს წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)

გიორგი ლუკავას ცოლი ივანიშვილის სახლთან აქციას გეგმავს

გიორგი ლუკავას ცოლი ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს შეხვდა

გიორგი ლუკავას მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

Print