რეგიონი
ზედა ეწერში მოცვის გადამამუშავებელი საწარმო მაისში გაიხსნება (ვიდეო)

კომპანია "ჯეო ფრეში" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მაისის შუა რიცხვებში ხილის გადამამუშავებელ ქარხანს გახსნის.


კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ნირ ბარეკეთის განცხადებით, დღეს მხოლოდ შესაფუთი საამქრო გაიხსნა, რომელშიც უახლოეს მომავალში, მოცვის შეფუთვა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა განხორციელდება.

მისივე ინფორმაციით, აქ მომავალში სხვადასხვა სახის ხილსა და ბოსტნეულსაც გააშრობენ, რომელიც ასევე ექსპორტზე გავა.

კომპანიის წარმომადგენლის ბუხუტი თორიას განმარტებით, საამქროში სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან ჩირი სუბლიმაციური შრობით მიიღება და მოსახლეობას ხილ - ბოსტნეულის ჩაბარების საშუალება ექნება.

საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იგეგმება.

 

 

 

Print