რეგიონი
დარეჯან როგავა სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა
ენგურის ხიდზე დღეს დაკავებული დარეჯან როგავა მოსამართლემ 250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა, გადახდის ვადად კი 7 დღე დაუწესა.
როგავას ბრალად ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა ედება, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გადაწყვეტილებას ენგურის ხიდზე დაკავებულის ოჯახის წევრები აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი სოციალურად დაუცველები არიან და ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვთ.

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრი, პაატა როგავას ერთ-ერთი და დარეჯან როგავა სამართლამდაცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც როგავების ოჯახის წევრები და ახლობლები ენგურის ხიდის გადაკეტვას ცდილობდნენ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს. სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ამავე თემაზე: 

ენგურის ხიდზე დაკავებულების ოჯახის წევრებთან გამგებლის მოადგილე მივიდა (ვიდეო)

როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)
Print