როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს (ვიდეო)
10:54 / 26.04.2017
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრი,
პაატა როგავას ერთ-ერთი და დარეჯან როგავა
სამართლამდაცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა,
როდესაც როგავების ოჯახის წევრები და ახლობლები ენგურის ხიდის
გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის
მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციელებმა როგავა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში,
თუმცა მისი ტერიტორიიდან გაყვანის საშუალებას ოჯახის წევრები არ
აძლევდნენ, რომლებიც სავალ გზაზე დაწვნენ. ისინი სამართალდამცავებმა
ასევე ძალის გამოყენებით ააყენეს და დაკავებული
გაიყვანეს.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა
ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს
დააკავეს. სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით,
დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო
პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ
ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2
თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები