რეგიონი
ტექნოპარკში ქართველების ამერიკაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში, ამერიკული დღეების ფარგლებში, წარმატებული ქართველი ინოვატორებისა და მეწარმეების აშშ-ში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება იმ შესაძლებლობებზე გამახვილდა, რომლებიც ქართველ ახალგაზრდა სტარტაპებს ადგილზე აქვთ. გარდა ამისა, შეკრებილებმა ამერიკაში მოღვაწე ერთ-ერთი მეწარმისგან სკაიპის საშუალებით რჩევები მიიღეს.

ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დანიელ კაპონე დაესწრო. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკა ინოვაციურ ბიზნესთან და მეწარმეობასთან მჭიდრო კავშირშია და მათი ქვეყანა საქართველოს ამ კუთხით განვითარებაში შეუწყობს ხელს.

Print