რეგიონი
N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩეველებს“ ფარგლებში N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ პირველი შეხვედრა ანაკლიაში გამართა. კომისიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს 2017 წლის არჩვენების და ზოგადად საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ისინი საოლქო საარჩვენო კომისიაში საჯარო შეხვედრაზე მოიწვიეს.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო და უშუალო კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინფორმირება და მათთან მოსაზრებების გაცვლაა, რათა მოქალაქეებს საარჩევნო უფლებების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ და არჩევნებში მონაწილეობისთვის მოტიცავია მიეცეთ.

N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო კამპანიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოებს.

პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ საარცვნო ადმინისტაციის ახალი ინიციატივაა და ის მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.


Print