რეგიონი
მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა თასი ზუგდიდში ჩამოიტანეს (ვიდეო)
ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა თასი გამოიფინა. ჩემპიონატის თასი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. ღონისძიებაში ვეტერანი მორაგბეები ნოდარ ანდღულაძე და ალექსანდრე გუგავა მონაწილეობდნენ. მათი თქმით, თასის მოგზაურობას სოციალური დატვირთავა აქვს და საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა გაიგოს რაგბის შესახებ.

„დღითი დღე პოპულარული ხდება რაგბი. ყველგან, სადაც ჩავდივართ, ვესაუბრებით იმის შესახებ, თუ რატომ არის რაგბი წარმატებული სპორტი საქართველოში და რატომ უნდა უგულშემატკივრონ მას,“- აღნიშნა ალექსანდრე გუგავამ.

ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორის ლევან ჯობავას განმარტებით, საქართველოში თასის მოგზაურობა გურიიდან დაიწყო.

„დაგეგმილია, რომ თასმა მოიაროს სხვა რეგიონებიც. მისი მოგზაურობის მთავარი მიზანი საზოგადოებაში და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის შესახებ ცნოებირების ამაღლებაა“, - განაცხადა ჯობავამ.

საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.

ამავე თემაზე:

სარაგბო თასი უშგულში გამოიფინა

რაგბის მსოფლიო თასი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობს
Print