რეგიონი
"ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" - პროექტის პრეზენტაცია (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში პროექტის „ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავისკენ“ მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომლის მიზანია პრობაციონერების, ყოფილი მსჯავდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია, სამეგრელოს რეგიონში, შიდა ქართლსა და იმერეთში ხორციელდება. შეხვედრაზე პროექტის მენეჯერმა ნანა გოგოხიამ პრობაციონერებისა და ამთი ოჯახის წევრების დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი წინა წლების მგავსად წარმატებული იქნება.

„ეს პროექტი სამიზნე ჯგუფს პროფესიულ სწავლებას, ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდებასა და მცირე გრანტების მოპოვებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გოგოხიამ.

„საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეტიპები და უნდობლობა ამ ადამიანების მიმართ. მათ ეს პროექტი საზოაგადეოებასთან რეინტეგრაციასა და დასაქმებაში დაეხმარებათ“
, - თქვა სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ოფიცერის დავით ლოგუამ.

პროექტი სამწლიანია და ის 2020 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის მანძილზე შოთა მესხიას სასწავლო ბაზაზე 130 ბენეფიციარის პროფესიული გადამზადება იგეგმება. მათი ნაწილი ანაზღაურებად სატაჟირების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას და მათზე მცირე გრანტებიც გაიცემა.

აღნიშნულ პროექტს ასოციაცია „თანხმობა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


Print