რეგიონი
სილამაზის სალონებს მონიტორინგს მერიის შესაბამის სამსახური განახორციელებს
ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონებში ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება მერიის ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის“ წარმომადგენელსაც ექნება. შესაბამისი დადგენილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, აღნიშნული დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისობაშია მოყვანილი.

„ესთეტიკური ცენტრები და სალონები ხშირ შემთხვევაში არ იცავენ სანიტარულ ნორმებს. ასეთ შემთხვევებში ადმინიტრაციული პასუხიმგებლობა იქნება გათვალისწინებული. ასევე იმ პირებს, ვისაც მსგავსი ობიექტები დარეგისტრირებული არ ექნებათ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - აღნიშნა სარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში 2006 წლიდან, მას შემდეგ რაც სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია გაუქმდა, სილამაზის სალონები არ მოწმდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ სილამაზის სალონების და სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება გასული წლის 1 იანვრიდან "ც" ჰეპატიტისა და სხვა გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით დაიწყო.

ამავე თემაზე:

ქალაქის საკრებულოში ჯანდაცვის კომისიას ვახტანგ გოგილავა უხელმძღვანელებს (ვიდეო)
Print