რეგიონი
შეხვედრა ზვიად და ლექსო რატიანებთან (ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში ზვიად და ლექსო რატიანების ერთობლივი საღამო პირველად გაიმართა. პოეტმა ზვიად რატიანმა თავისი შემოქმედებიდან ზუგდიდელი მკითხველის საყვარელი ლექსები წაიკითხა, ლექსომ კი საკუთარი სიმღერები შეასრულა.

,,ლექსო ხშირად მართავს კონცერტებს, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთად გავმართეთ საღამო. კარგი იყო, ერთმანეთს შევეშველეთ", - თქვა ზვიად რატიანმა.

როგორც პოეტმა აღნიშნა, საღამოს ჩატარების იდეა გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ მთავარ რედაქტორს და მწერალს ზვიად კვარაცხელიას ეკუთვნის.

,,ზვიად რატიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი ავტორია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს თანამედროვე ქართული ლიტერატურის დონეს. კარგია, რომ მკითხველი ესეთი ინტერესით შეხვდა ზვიად და ლექსო რატიანებს,’’- აღნიშნა კვარაცხელიამ.

საღამო გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ ორგანიზებით გაიმართა. 

Print