რეგიონი
ზუგდიდში პრეზიდენტმა ომის ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ვიზიტი ომის ვეტერანთან სტუმრობით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ 91 წლის ოლგა ცალანს შეხვდა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მას ასევე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით 140 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა. პრეზიდენტს თან ახლდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.

"ვულოცავ ყველა იმ ვეტერანსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოლა ფაშიზმის დამარცხებისათვის და ვინც დაამარცხა კაცობრიობის ეს საშინელი სენი. ვულოცავ და მადლობას ვეუბნები მათ, იმისათვის, რომ მსოფლიო არ ჩაიძირა ამ საშინელების მორევში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კაცობრიობა ჰუმანიზმის იდეების ირგვლივ ტრიალებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ოლგა ცალანი მეორე მსოფლიო ომის დროს კისლავოდსკის ჰოსპიტალში ექთნად მუშაობდა და ლეიტენანტის წოდება აქვს.

ფაიფურის დასახლებიდან პრეზიდენტი მესხიას უნივერსიტეტში წავიდა, სადაც მას სტუდენტები ელოდებიან.

Print