რეგიონი
ირაკლი კობახიძემ ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებმა ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერეს. პარლამენტის თავმჯდომარე ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს ადგილზე გაეცნო. 

ამასთან, იგი „სტარტაპების" პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა და ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრეს.

კობახიძემ აღინიშნა, რომ ზუგდიდის ტექნოპარკი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.




Print