რეგიონი
სპექტაკლი -"სამი ასული" ემიგრანტ ქალებზე (ვიდეო)
ზუგდიდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მორიგი სპექტაკლი ემიგრანტ ქალებს მიუძღვნა. მაყურებელს ახალგაზრდა რეჟისორმა მამუკა ბაბილოძემ ქართველი კლასიკოს-დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის ექსპერიმენტული პიესა „სამი ასული“ შესთავაზა. სპექტაკლში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, რომლებსაც მსახიობები: ანი გოდერძიშვილი, შორენა გვეტაძე და თამარ მდინარაძე თამაშობენ. წარმოდგენაში ემიგრაციაში ყოფნის ის სირთულეებია გადმოცემული, რასაც ემოგრანტი ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.

„ჩემი საახლობლოდან უამრავი ქალი, წლებია, წასულია საზღვარგარეთ და სამშობლოში ვერ ბრუნდება. ამ სპექტაკლით გვინდა, რომ ვაჩვენოთ ის რთული პირობები, რომელშიც მათ ოჯახიდან შორს უწევთ ყოფნა. საქართველოდან ქალების ემიგრაცია დიდი პრობლემაა, სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს ამ პრობლემაზე და უნდა მოძებნოს გამოსავალი“,- თქვა ერთ-ერთმა მსახიობმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ზუგდიდელ მაყურებელს და აღნიშნა, რომ ქალაქში განსაკუთებული აუდიტორია დახვდათ. ოზურგეთის თეატრი ტურნეს ფარგლებში დღეს ზუგდიდში ბოლო სპექტაკლ „ნერგს“ გამართავს.

ამავე თემაზე:

ოზურგეთის თეატრი ზუგდიდში სპექტაკლებს მართავს (ვიდეო)
Print