რეგიონი
NDI: გამოკითხულთა, 84 % ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84 % თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს. მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიოს. არც ერთ წესს არ ეთანხმება გამოკითხულთა 2%, ხოლო 4%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

ცნობითვის, NDI-ის კვლევები საქართველოში დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას ჩღღჩ-საქართველო ატარებს.

Print