რეგიონი
აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების დამონტაჟება დაიწყო
ზუგდიდის სოფლებში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მონიტორინგის სისტემების მონტაჟი დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, კოკსა და ზედაეწერში, მავნებლის დამჭერი ხაფანგების (ფერომონები) თხილნარებში უკვე დამონტაჟდა და ის ეტაპობრივად ყველა სოფელში მოეწყობა.

სპეციალისტების განმარტებით, ხაფანგების საშუალებით დაფიქსირდება აზიური ფაროსანას ნიმფების (მატლი) არსებობა და რაოდენობა, რის მიხედვითაც განისაზღვრება შეწამვლითი სამუშაოების აუცილებლობა და პერიოდი.

ცნობისთვის, მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან.


Print