რეგიონი
საზეიმო მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ზუგდიდში (ვიდეო)
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართა, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც მიიღო მონაწილეობა. ისინი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან გალობითა და ლიტანიობით დაიძრნენ. მსვლელობა ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და ოჯახები დალოცა.

დღევანდელი დღე არის ოჯახის სიმტკიცისა და სიძლიერის დღე. ჩვენც ვუერთდებით ამ დღესასწაულს მრევლთან, სამღვდელოებასთან ერთად. საღამოს კი საქველმოქმედო საღამოზე მრავალშვილიან ოჯახებს დააჯილდოებენ“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ოჯახი არის მთავარი ფასეულობა, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვენლოვანია და მისი აღნიშვნით კარგ ტრადიციიას ჩაეყარა საფუძველი", - თქვა გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ.

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ზუგდიდში წელს პირველად აღინიშნა. საქართველოში ეს დღე 2014 წელს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა.


ამავე თემაზე:

ოჯახის სიმტკიცის დღეს ზუგდიდშიც აღნიშნავენ
Print