რეგიონი
„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ - პროექტს ზუგდიდელები უერთდებიან
დღეს „ვეფხისტყაოსანს“ ზუგდიდელები დადიანების ისტორიული მუზეუმის სასახლეში გადაწერენ. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროცესი 14 საათზე დაიწყება. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას.



ფოტო: გუბერნატორის პრესსამსახური

მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“.

პოემის გადაწერა 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო და 26 მაისს თბილისში რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.


Print