რეგიონი
სეს-მა ზუგდიდში კერძო საბავშვო ბაღი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, 63 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო 23 საწარმოს მუშაობის პროცესი შეუჩერდა.

სეს-ის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ობიექტი შემოწმდა. შედეგად, რეკომანდაციების შეუსრულებლობის გამო, 400 ლარით დაჯარიმდა ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე კერძო საბავშვო ბაღი „გვირილა“, ხოლო მარტვილში - ერთ-ერთი კვების ობიექტი.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სააგენტომ ქვეყანაში 226 ინსპექტირება განხორციელა, ამასთან ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის 64 ნიმუში აიღო. 



Print