რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ბოლო ზარის კონცერტისთვის 15 000 ლარზე მეტი გამოყო
ზუგდიდში, კულტურის ცენტრ ოდიშში, სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 30 მაისს კონცერტი გაიმართება,რისთვისაც მუნიციპალიტეტის გამგეობამ 15 400 ლარი გამოყო.  




ფოტო: ზუგდიდის მუნციპალიტეტის გამგეობა

მასში მონაწილეობას თბილისიდან მოწვეული და ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები: ნიკოლ-შოუ, რეზო და ბავშვები, მიქსი და მომღერალი ბაბი კირკიტაძე მიიღებენ. ღონისძიებაზე დიჯეიც დაუკრავს. საღამოს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.








Print