რეგიონი
ზუგდიდის მერია: მრჩეველთა საბჭოს გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდით
ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 6 წევრის მიერ ორგანოს დატოვებას ქალაქის მერია ეხმაურება. რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ განუცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ მედიის საშუალებით გაიგეს. მისივე ცნობით, საბჭოს წევრებს მათთვის, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავთ.



ფოტო: ზუგდიდის მერია

„მას შემდეგ, რაც საბჭოს წევრები ოფიციალურად მოგვმართავენ, შეუჩერდებათ უფლებამოსილება. ქალაქის მერი მადლობას უხდის მათ ამ დროის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის. მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა კი შესაბამისი დებულების გათვალისწინებით დაკომპლექტდება“, - აღნიშნა ღუბელაძემ.




ფოტო: ზუგდიდის მერია

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო ირაკლი ყალიჩავამ, არჩილ თოდუამ, კახა ჯიქიამ, გიორგი შელიამ, ეკა მინჯორაიამ და ინგა შონიამ დატოვეს.

ამის მიზეზად მათ ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის მოსალოდნელი გაერთიანება და ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა დაასახელეს და სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

ქალაქ ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანო - მრჩეველთა საბჭო 2015 წელს შეიქმნა.

ამავე თემაზე:

ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო 6-მა წევრმა დატოვა 

მრჩეველთა საბჭო ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგება

Print