რეგიონი
ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო 6-მა წევრმა დატოვა

ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო ირაკლი ყალიჩავამ, არჩილ თოდუამ, კახა ჯიქიამ, გიორგი შელიამ, ეკა მინჯორაიამ და ინგა შონიამ დატოვეს.

ამის მიზეზად მათ ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის მოსალოდნელი გაერთიანება და ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა დაასახელეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არც მერს და არც
მაჟორიტარ დეპუტატს აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. რადიო „ათინათი“ მრჩეველთა საბჭოს ნაწილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



ფოტო: ზუგდიდის მერია



"ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წევრთა ნაწილი ეხმიანება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2017 წლის 22 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქ ზუგდიდისა და თემი ზუგდიდის ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანების მხარდაჭერის თაობაზე.

საბჭო თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის გაუქმების იდეას. როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესს.

სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ 2017 წლის 19 მაისს გავრცელებული მოწოდების მიუხედავად არც ქალაქ ზუგდიდის მერს, არც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში არ გამოუხატავთ მკვეთრი და მკაფიო პოზიცია თვითმმართველი ქალაქების გაუქმების წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისაგან მიღებული დირექტივისათვის და არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებები.

ამ პირობებში ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ვიყოთ ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ მას, შემდეგ ობიექტურ გარემოებათა გამო:

• ქალაქ ზუგდიდის მერმა და საკრებულომ ვერ შეძლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვრის -„თვითმმართველი ქალაქის სტატუსის“ დაცვა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდა მის გაუქმებას;

• მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არც ერთ თანამდებობის პირს საჯაროდ არ გაუპროტესტებია თვითმმართველის ქალაქის სტატუსის გაუქმების იდეა;

• ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, თანამდებობის პირებსა და საკრებულოს მმართველი გუნდის წევრებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების თაობაზე არ გაუმართავთ არც ერთი საჯარო შეხვედრა ზუგდიდის მაცხოვრებლებთან და გადაწყვეტილების მიღების დროს არც გაითვალისწინეს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავით ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, მადლობას ვუხდით თითოეულ წევრს, ქალაქ ზუგდიდის მერს და მერიის წარმომადგენლებს გაწეული თანამშრომლობისათვის.

თუმცა ჩვენ როგორც ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო საბჭოს წევრები, რომელთა უმთავრესი ფუნქციაც სწორედ მოქალაქეთა ინტერესების გაჟღერება და დაცვაა, თავს მივიჩნევთ მოვალედ დავდგეთ საზოგადოების გვერდით და რიგი მორალური თუ პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საბჭოს შემადგენლობას.

ამავე დროს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე, ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიზანიც არა თვითმმართველობათა გამსხვილება, არამედ მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნა, მუნიციპალიტეტებისათვის ჯეროვანი უფლებამოსილებებისა და ფინანსური რესურსების გადაცემა უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მრჩეველთა საბჭო ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგება


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.