რეგიონი
სუს: დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე უარს აცხადებს (ვიდეო)
გალში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს გიორგი ლუკავას მეუღლე შეხვდა. კახაბერ ქემოკლიძემ პატიმრის ცოლს უთხრა, რომ აფხაზური მხარის ინფორმაციით, ლუკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მის გათავისუფლებაზე დე-ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებს. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული მხარის პოზიცია, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმარია და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.



თავის მხრივ, ლალი ბასარიამ საქართველოს მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ საკუთარი მოქალაქეების ბედი არ ანაღვლებთ.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედება".


ამავე თემაზე:

სუს: გიორგი ლუკავას ოჯახი მის მონახულებას შეძლებს

გალის შეხვედრის დაწყებამდე ლუკავას ცოლი სუს-ს წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)

გიორგი ლუკავას ცოლი ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს შეხვდა

პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს
Print