გარემოვაჭრეებს მერაბ ქვარაიას წარმომადგენლი შეხვდა (ვიდეო)
15:26 / 02.06.2017
ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს
ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატის მერაბ ქვარაის წარმომადგენელი ირაკლი ბაღათურია შეხვდა.
ბაღათურიამ მოვაჭრეებს უთხრა, რომ დეპუტატი ქალაქში არ იმყოფება და ამ
ეტაპზე მათთან შეხვედრას ვერ ახერხებს.
დეპუტატის წარმომადგენელმა გარემოვაჭრეებს მათი მოთხოვნების ბიუროში
განხილვა შესთავაზა, რასაც ისინი დაეთანხმნენ. შეხვედრას მოვაჭრეების
მოთხოვნით "ნაცინალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
ანი წითლიძეც ესწრება.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20
აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის
ადგილების განსაზღვრის წესი დამტკიცდა".
მასალის გამოყენების პირობები