რეგიონი
ზუგდიდში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსება შემცირდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსება 50 ლარით შემცირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. აღნიშნულ საკითხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, ამ ეტაპზე თანხის შემცირება არასწორი გადაწყვეტილებაა.

„ეს პროექტი კარგად მუშაობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსების შემცირება არასწორი გადაწყვეტილებაა. ხალხს უჭირს და ახლა არ შეიძლება ამის შემცირება. არის გამგეობაში იმის საშუალება, რომ სხვა ხარჯები შეამცირონ“, - თქვა ენმ-ის წევრმა გელა თოლორაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის სალომე ჩანგელიას განმარტებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულთათვის კლინიკებმა მომსახურების ღირებულება დაწიეს, რამაც განაპირობა თანადაფინანსების მაჩვენებლის შეცვლა.

„ჩვენ ვაფინასებდით დარჩენილი თანხის 30 %-ს. 2017 წლიდან კლინიკებმა დაწიეს მომსახურების ფასი, აქედან გამომდინარე, მაჩვენებელი შვცვალეთ. აქამდე იყო 250 ლარი,  დღეს კი 200 ლარია“ ,-განაცხადა ჩანგელიამ.

ამ ეტაპზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 233 ბენეფიციარი სარგებლობს.




Print