პოლიტიკა
ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა (ვიდეო)
დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე
რეგიონის განვითარებისა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას გაეცნენ. ცვლილებები შევიდა ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში.

საბჭოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს ყულევისა და ქარიატის წყალმომარაგების გარდამავალი პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსებას გულისხმობს.



ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

„წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება, ამიტომაც პრიორიტეტად ადგილობრივების დაკვეთით სწორედ მათი წყალმომარაგება მივინჩნიეთ. ხობის მუნიციპალიტეტი რეზერვუარებიდან ამარაგებდა წყლით მოსახლეობას“, - თქვა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ.

სამოქმედო გეგმაში ხობიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც სოფელ ხამისკურის ცენტრში არსებული მინი სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას ეხებოდა.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის ნუგზარ გაბელიას თქმით, კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის რეაბილიტაცია ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდში 100 000-მდე მორწმუნე ჩამოდის. დაზიანებული შენობის რეაბილიტაციისთვის 304 000 ლარი გამოიყოფა. 




გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის განხორცილებასა და კორცხელში მოწყობილი წყალმომარაგების დამატებითი სამუშაოების ჩატარებისთვის თანხების გამოყობას დაუჭირეს მხარი.

გუბერნატორმა აზიური ფრთოსანას შეწამვლის სამუშაოებზე გამგებლებისგან ინფორმაცია მიიღო.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დღეს რეგიონის მერები, გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.


ამავე თემაზე:


კორცხელის დედათა მონასტრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 304 ათასი ლარი გამოიყოფა (ვიდეო)

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

კორცხელის დედათა მონასტერში ხანძარი ლოკალიზებულია

კორცხელის დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა

Print