რეგიონი
ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდები საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებენ (ვიდეო)
ბავშვთა და ახალგაზრდობის ადვოკატირების ცენტრმა ზუგდიდში ფუნქციონირება დაიწყო. ის პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზდების დასაცვად“ ფარგლებში გაიხსნა. საკონსულტაციო ცენტრის მიზანია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მშობლებს დახმარება გაუწიოს, რათა მათ ძალადობით გამოწვეული ტრამვის დაძლევა შეძლონ. პროექტის პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა. შეხევდრას სამართალდამცავები, ფსიქოლოგებ, ადგილობრივი მთავრობის შესაბამისისი სამსახურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.




სამგერელოს რეგიონში პროექტის განმხორციელებლი ორგანიზაციის „ თანაზიარის“ ხელმძღვანლის ხათუნა ბეჭვაის თქმით, საკონსულტაციო მომსახურება ოჯახში ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახს წევრებს გაეწევათ.

„ ჩვენთან მოსულმა ბენეფიციარმა იცის, რომ მის მიერ ცენტრში გაჟღერებული ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური, პირევლი დღიდან ვცდილობთ, რომ ნდობა გვქონდეს საზოგაოდოებაში“, - აღნიშნა ხათუნა ბეჭვაიამ.


ამასთან, ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 116111.

პროექტს საქველმოქმედი ცენტრი „თანაზიარ“ , საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ , ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროსთან და საქართველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ფონდტან თანამშრონლობით ახორციელებს.


Print