რეგიონი
სტიქიამ ნოქალაქევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გაანადგურა
ნოქალაქევში ძლიერი გრიგალისა და უხვი ნალექის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ოდა-სახლი განადგურდა. გარდა ამისა, ნოქალაქევის მუზეუმის მმართველის ნინო ჯოლიას ინფორმაციით, საბავშვო არქეოლოგიის შენობის სახურავი და მუზეუმის ღობეც დაზიანდა.

სტიქიის შემდეგ ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ლომიტაშვილის თქმით, მეგრული ოდა-სახლის ყველა ნაწილი დაზიანებულია.

„ერთი ქარი და მე-19 საუკუნის ოდა-სახლი დაემხობა. ამიტომაც გავეცით ბრძანება, რომ უახლოეს დღეებში ბრიგადა გაემგზავროს ნოქალაქევში და დაიწყოს დაშლა-დასაწყობება. ოდა-სახლის შესაბამისი მეცნიერული მიდგომებით  დამუშავება იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმები სტიქიამ ხელიდან გამოგვაცალა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლომიტაშვილმა. 




ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

მისივე განმარტებით, ოდა-სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ევროსტანდარტების შესაბამისად დაამუშავებენ და მუზეუმ-ნაკრძალის საერთო სივრცეში გადაიტანენ, თუმცა სამუშაოების იმ სტანდარტებით შესრულება, როგორც დაგეგმილი იყო, სტიქიის გამო ვეღარ მოხერხდება.


ცნობისთვის, 15 ივნიისს გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად, სამეგრელოს რეგიონში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა.


ფოტო: Artnews.ge
Print