ზუგდიდის მუზეუმის საცავები ინახავს უნიკალურ ნაშრომებს, რომელთა დახმარებით შესაძლებელია წარსულის მედიცინის კვლევა. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მედიცინის ფუძემდებლებზე დასავლეთ საქართველოში და უნიკალურ კურორტებზე.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს გამოფენას ,,დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“. დარბაზში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, გივი ნარმანიას, რობერტ სტურუას(უფროსი), მამია ახობაძის, გივი თორაძის, მიხეილ გაბუნიას, ჯიბსონ ხუნდაძის, ირინე ელიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლია ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია იმ უნიკალური ფოტო ფონდის შესახებ რომელიც დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში. წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების: ნადარის, დაგრონის, დისდერის, პირსონის, ვიგანდის ბერგამასკოს, როტლინგერის, ლევიცკის, კაუფმანის, რიონაშვილის, ერმაკოვის, ვესტლის, ბარკანოვის, დიმიტრი ნიკიტინის და სხვათა ფოტოები, კოლექციის ნაწილია იშვიათი ფოტო-ალბომები, საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფებისა, როგორებიცაა ვლადიმერ ბარკანოვი და დიმიტრი ნიკიტინი.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ლევან მე-2 დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნოზე. დადიანისეული კოლექციის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღირებულება ისაა, რომ ძეგლებში აშკარად ჩანს ქართული ტრადიციის შენარჩუნება. დადიანისეული ხატების კოლექცია ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმშია დაცული.
კავკასიის თემა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა XIX საუკუნის ევროპელი მხატვარების შემოქმედებაში. ისინი ძირითადად ქმნიდნენ კავკასიაში სამხედრო დასახლებების, ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს და კავკასიის უმშვენიერეს ბუნებას.
23 თებერვალს, სოხუმში, რუსეთიდან პირველად, „გამარჯვების მატარებელი“ ჩავა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კულტურის სამინისტროს“ პრესსამსახური ავრცელებს.
გადაცემაში საუბარია მუზეუმის ახალ გამოცემაზე, უნიკალური კატალოგი, რომლის აუდიო ვერსიას შემოგთავაზებთ ჩვენი გადაცემების მეშვეობით. დღეს გაგაცნობთ დადიანების მუზეუმში დაცული იარაღების კოლექციას და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.