რეგიონი
საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატს "მთვარიდან ჩამოფრენილი" უწოდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოფელ რუხში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხის განხილვას   ხმაური მოყვა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება ფრაქცია „ევროპული საქართელოს“ თავმჯდომარემ თინათინ თოდუამ მოითხოვა და აღნიშნა, რომ სკოლამდელი დაწესებულების აშენებას ადგილობრივებს ხელისუფლება ჯერ კიდევ 2015 წელს დაჰპირდა, თუმცა დღემდე პირობა არ შესრულებულა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შენიშვნაზე, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ დეპუტატს “მთვარიდან ჩამოფრენილი” უწოდა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ სოფელში საბავშვო ბაღი არსებობს, თუმცა შენობა არ არის ახალი.

„რუხში ბევრი რამ აშენდა და მოსახლეობა ამით კმაყოფილია. ჩვენ გვჭირდება დრო და არა მარტო რუხს, არამედ ზუგდიდის ყველა მუნიცუიპალიტეტს ექნება ახალი თანამედროვე საბავშვო ბაღი“,- თქვა ნანავამ. 

საკრებულოს თავმჯდომარის და დეპუტატის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დასრულდა, რაც თინათინ თოდუამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სულ ორი საკითხი განიხილეს, რომელიც გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობების რანგირების თემას ეხებოდა.

Print